პროექტის სახელწოდება: გიწვევთ სპეკტალკზე „ბოროტსა სძლია კეთილმან...“
მთავარი იდეა - მოსწავლეთა შემოქმედებითობა,თოჯინების სპექტაკლის შექმნის თავისებურებების გაცნობა და მათი რეალიზება მუშაობაში.სახასიათო პერსონაჟების შექმნა და წარმოდგენა იმპროვიზებული სცენის გათამაშებისას.თეატრისადმი დამოკიდებულების, ქცევის კულტურის ფორმირება.
პროექტის აქტუალურობა და მიზანი– პროექტი მნიშვნელოვანია, იმით რომ ხდება მოსწავლეთა შესწავლილი მასალის განმტკიცება, მათი ფანტაზიის საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.საკუთარი/ერთობლივი ჩანაფიქრის განსახორციელებლად სათანადო მასალის შერჩევის და მისი გამოყენება ზღაპრის პერსონაჟების გამოსახულებების შექმნისას.
მოსწავლეთა ასაკი–8–9წლის. IIკლასი.
პროექტის განხორციელების დრო.–14 დღე.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები.–ქაღალდი, მუყაო, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები,პლასტელინი, სამუშაო დაფა, ფერადი ფურცლები, მაკრატელი,წებო,ფერადი ზონარები,ვერცხლისფერი ქაღალდი,ბამბის ქულები,ფერადი ნაჭრები,თეჯირი,მაგნითოფონი, დისკი,სახელმძღვანელო(სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება IIკლ.)
პროექტის მსვლელობა: Iაქტივობა–საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.ჯგუფის პასუხისმგებელი პირის არჩევა.ბავშვებს მიეცემათ დავალება მოიძიონ, ხალხური და ლიტერატურული ზღაპრები.
II-აქტივობა –ჯგუფის დავალება:მოძიებული ზღაპრებიდან აირჩიონ ერთ– ერთი. პერსონაჟების გაცნობა და მათ დასამზადებლად (ძერწვა,ხატვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა)ფუნქციების განაწილება.მუშაობა ჯგუფურად და ინდივიდუალურად.
III-აქტივობა–ჯგუფის რამდენიმე წევრი, იმუშავებს თეჯირის, სცენის გაფორმებაზე იმის გათვალისწინებით თუ სად ხდება მოქმედება და გამოსახავენ მის შესატყვის დეტალებს.
IV-ჯგუფის ერთი წევრი მოამზადებს აფიშას.
V-ბავშვები წარმოადგენენ სპექტაკლის პრეზენტაციას, მათი შექმნილი ზღაპრის პერსონაჟებით.რომელიც გაფორმებული იქნება შესაბამისი მუსიკით.
პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა გეტმანენკო.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:naiagetmanenko@gmail.com